საბერძნეთი: დაკავებულია კრიმინალური ორგანიზაცია Combat 18 Hellas-ის 4 წევრი

საბერძნეთის პოლიციამ კრიმინალური ორგანიზაციის 7 წევრიდან 4 დააპატიმრა, ხოლო 3 სასამართლოდან დროებით გაათავისუფლეს. როდესაც ისინი სასამართლო პროცესს პოლიციის თანხლებით ტოვებდნენ, ყვირილი დაიწყეს: “ნაციონალისტებისთვის ციხე არ არის!”

როგორც ცნობილია, დაკავებულები ორგანიზაციის Combat 18 Hellas-ის წევრობას უარყოფენ. თუმცა, აღიარებენ, რომ მონაწილეობდნენ თავდასხმებში და ამ ყველაფერს ამართლებენ ფაქტით, რომ მათ და მათ ოჯახებს ექმურებოდნენ და ზეწოლას ახდენდნენ.

35 წლის მამაკაცმა ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ პატრიოტიზმის გრძნობა მასში ძალიან ძლიერია, აღმერთებს კოლოკოტრონს და მაკედონიას აღიარებს, როგორც ბერძნულს, ხოლო თურქეთს მტრად მიიჩნევს.

გავრცელებული ინფორმაციით, მას მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ ქმედებებში, როგორიცა მაგალითად, თურქეთის დროშის დაწვა და ა.შ.

ახალგაზრდა პატრიოტი აცხადებს, რომ ეს ყველაფერი კრიმინალურ ორგანიზაციას არ უკავშირდება.

melano

ტესტ