fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: დაკავებულია 5 წლის ბავშვის დედა, რომელიც სახლის აივნიდან გადავარდა

საბოლოოდ პოლიციამ დააკავა ქალი, რომლის 5 წლის შვილიც, კორპუსის მეორე სართულიდან გადავარდა. ინციდენტი დღეს შუადღეს მოხდა. ოჯახი ხანიაში, გოგონისა და ანაპავსეოს ქუჩების კვეთაზე ცხოვრობს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბავშვის დედა შემთხვევიდან ორი საათის შემდეგ პოლიციამ დააკავა, მანამდე კი სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობდა.

მისი თქმით, ის სუპერმარკეტში წავიდა და ბავშვი მარტო დატოვა, იმ იმედით, რომ ძალიან მალე დაბრუნდებოდა.

ამ დროს, 5 წლის ბიჭის მამაც სამსახურში იმყოფებოდა.

ქალს ბრალად ედება შვილის მიმართ გამოჩენილი უყურადღებობა.

გავრცელებული ინფორმაციით, მას ფორმალური პროცედურების შემდეგ გაათავისუფლებენ და გაფრთხილებებს მისცემენ.

მცირეწლოვანს მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული და საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

 

onalem

ტესტ