fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: ცუდი ამინდის დასასრული – ტემპერატურა მაღლა იწევს!

კლიმატური ფენომენი, რომელმაც საბერძნეთის რამდენიმე რეგიონში კატასტროფული შედეგები მოიტანა, დღეს საღამოს დასუსტდება. ამინდი უმჯობესდება და მომდევნო დღეებში მაღლა იწევს.

29 ივნისს, მცირე წვიმა მოსალოდნელია მხოლოდ აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებზე და დოდეკანესში.

ამინდი შესამჩნევად გაუმჯობესდება შაბათს, 30 ივნისს და ტემპერატურა ათენში 31 გრადუსს მიაღწევს, ხოლო თესალონიკში 30 გრადუსს.

კვირას, 1 ივლისს, ათენში ჰაერი 33 გრადუსამდე გათბება, ხოლო თესალონიკში 30 გრადუსამდე.

3 ივლისიდან კი მოსალოდნელია სიცხის ტალღა. ქვეყანაში ტემპერატურა 39-40 გრადუსს მიაღწევს.

სინოპტიკოსების ცნობით, ივლისში საბერძნეთს თავს “აფრიკული სიცხე” დაატყდება.

onalem

ტესტ