fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: რომელ კაფე-ბარებს ფლობენ ცნობილი ადამიანები

საბერძნეთში პოპულარული მომღერლები, ტელეწამყვანები თუ მსახიობები ცნობილები თავიანთი ნიჭის წყალობით არიან, თუმცა, მათ უკან იმალება ისეთი დეტალები, რომლის შესახებაც ბევრს არ სმენია. შეიძლება თქვენ ისხდეთ რომელიმე კაფეში და სულაც არ იცოდეთ, რომ ის თქვენს საყვარელ  ვარსკვლავს ეკუთვნის.

იხილეთ ისინი:

ფოტის სტერგულოპულომ თავისი ფინანსები ევროპული სამზარეულოს რესტორანში “Artisanal” და კლუბში “Shamone” დააბანდა, რომელშიც პროფესიონალი სპეციალისტები ერთ გუნდად მუშაობენ. სხვათაშორის კლუბის ხშირი სტუმარია თამთა. ის “Shamone”-ში წარმოდგენებს მართავს.

ტანია ცანაკლიდუ პილიოს რეგიონში, ერთ-ერთ სოფელში გადავიდა და საკუთარი კაფე “Rose and the Nightingale”გახსნა.

ტონი სფინოსი კაფე-ბარის “Tonis Playz”-ს მფლობელია, რომელიც ძალიან გამორჩეული და განსაკუთრებულია, თავისი ფერადი კომბინაციებით, ინტერიერით და შთამბეჭდავი გარემოთი.

თუ გსურთ იხილოთ ლინა საკა, მაშინ “Marlin’s House”-ს უნდა ეწვიოთ, რომელიც ახალ ფილადელფიაში მდებარეობს. აქ სხვა ცნობილ ვარსკვლავებსაც შეხვდებით, თუმცა, ამასთან ერთად უგემრიელესი სასმლითა და მყუდრო გარემოთიც ისიამოვნებთ.

ხრისტოს მენიდიატისმა ძმასთან ერთად პატარა ბარი “Small Blue” გახსნა, რომლის ინტერიერიც ეგეოსის კუნძულებზე არსებულ ბარებს ჰგავს.

ალექსის გეორგულის ტავერნა “Rose” პერისტერიში ქალებისთვის განსაკუთრებულად საყვარელი ადგილია.

სალონი “Mariella Nails” საკის რუვას და კატია ზიგულის საკუთრებაა, რომელშიც ძირითადად ფრჩხილების სილამაზეზე ზრუნავენ.

onalem

ტესტ