საბერძნეთი: ცნობილ სასტუმროში უცხოელები დანებით შეიჭრნენ (ვიდეო)

გუშინ თესალონიკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სასტუმროში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის შეტაკება მოხდა. იქ მომუშავე პერსონალის წინაშე ისინი დანებს იქნევდნენ.

თვითმხილველთა თქმით, უცხოელთა ჯგუფი სასტუმროში შევიდა, მათი მიზანი შეფუვის დატოვება იყო, რომელიც იმ მამაკაცისთვის იყო განკუთვნილი, რომელიც სასტუმროში იყო დაბინავებული.

რამდენიმე ხნის შემდეგ კი სასტუმროში უცხოელთა მეორე ჯგუფი შეიჭრა და იქ მყოფებს დაესხა თავს. ისინი დანებით იყვნენ შეიარაღებულნი.

ადგილზე საჭირო გახდა სახანძრო სამსახურის გამოძახება. აღინიშნება მატერიალური ზარალი.

მათი ეროვნების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

იხილეთ ვიდეო:

melano

ტესტ