fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთი: ცნობილ ბიზნესმენს ბრალი ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ედება

გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომლის მიხედვითაც 55 წლის ცნობილ ბიზნესმენს ბრალად ბავშვებზე ძალადობა ედება, მთელი საბერძნეთი შოკში ჩააგდო. მამაკაცი ვოლოსიდან არის.

როგორც ცნობილია, 55 წლის მამაკაცი მას შემდეგ დააკავეს, რაც 14 წლის გოგონა მოტყუებით, კუნძულ კორფუზე დასასვენებლად წაიყვანა. გოგონა სექსუალური ძალადობისგან სასტუმროს პერსონალმა იხსნა.

უცნაურმა წყვილმა, ”მამამ და შვილმა” სასტუმროს თანამშრომელთა ყურადღება მაშინვე მიიქცია. სასტუმროს ნომრიდან გოგონას ყვირილი ისმოდა: ”თავი დამანებე! წასვლა მინდა!” 

პოლიციისთვის საქმის დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა, ვოლოსის დეპარტამენტი საქმეს ინტენსიურად განიხილავს. დაახლოებით 55 წლის მამაკაცი ცნობილი მეწარმეა და სუპერმარკეტების ქსელს ფლობს, ჰყავს მეუღლე და 1 შვილი. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი თავისი ფანტაზიების განხორციელებაში ხელს არ უშლის. მან მეუღლე მოატყუა, რომ მივლინებაში მიდიოდა, რეალურად კი კორფუზე 14 წლის გოგონასთან ერთად გაემგზავრა.

გოგონას დედა აცხადებს, რომ მამაკაცმა ისარგებლა შემთხვევით, რადგან ის ღარიბი და უმუშევარი იყო. მან ქალს ფული და საკვები შესთავაზა, რათა მისთვის შვილი გაეტანებინა. უცნობია, თუ რას ფიქრობდა დედა, როდესაც შვილს პედოფილის ხელში აგდებდა, თუმცა, როგორც ჩანს, მან იცოდა, რისთვის სჭირდებოდა მამაკაცს გოგონა.

როგორც ირკვევა, ცნობილ ბიზმესმენს ქალის უფროს, 18 წლის შვილთანაც ჰქონდა მსგავსი სახის სექსუალური ურთიერთობა, ხოლო შემდეგ უმცროს გოგონაზე გადავიდა.

არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენი აცხადებს, რომ მას 14 წლის გოგონასთან სექსუალური კონტაქტი არ ჰქონია.

onalem

ტესტ