fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ციხეები პატიმრებს ვეღარ იტევს

მიუხედავად 2015 წელს მიღებული კანონისა, რომლის ფარგლებშიც უამრავი პატიმარი გათავისუფლდა, განსაკუთრებით ისინი, ვისაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა, საბერძნეთის ციხეები კვლავ გადატვირთულია.

უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, ციხეში 9,815 პატიმარი ზის, რაც ოდნავ მეტია დასაშვებ მაქსიმუმზე – 9573 პირი.

ბოლო დრომდე კი, საბერძნეთის პატიმართა რაოდენობა 10,000 იყო.

ამ რიცხვის შემცირება გამოიწვია იუსტიციის მინისტრის, ნიკოს პარასკევოპულოს მიერ მიღებულმა კანონმა, რომელიც მიზნად პატიმრების ერთგვარ გაცხრილვას ისახავდა. ამ კანონის ფარგლებში გათავისუფლდა ასობით ბერძენი და უცხოელი პატიმარი.

onalem

ტესტ