fbpx
ეკონომიკა

საბერძნეთი: ჩეკების ლატარია დაიწყო!

საბერძნეთის ფინანსთა სამინისტრომ მოქალაქეებისთვის დამატებითი სტიმულის მისაცემად და გაყიდვების გაზრდისთვის ”ჩეკების ლატარია” წამოიწყო. ეს მათთვისაა, ვინც პლასტიკურ ბარათებს იყენებს.

გადახდის ელექტრონული ქვითარი ავტომატურად დარეგისტრირდება სისტემაში და გამარჯვებული, სავარაუდოდ, იქნება ის, ვინც ყველაზე მეტჯერ გადაიხდის ბარათით.

კერძოდ, როცა ნებისმიერ სავაჭრო დაწესებულებაში პლასტიკური ბარათით იხდით, გადახდა ავტომატურად იწერება სისტემაში, შემდეგ კი ხდება გამარჯვებულის შერჩევა. ის, ვინც ყველაზე ხშირად იყენებს ბანკის ბარათს, გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი აქვს.

ლატარია მთავრობის მიერ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში  ამოქმედდა, რათა სახელმწიფო ვალის დასაფარად მეტი თანხა შეგროვდეს.

ყოველთვიურად გამოვლინდება 1,000 გამარჯვებული, პრიზი კი 1,000 ევრო იქნება.

თუმცა, ჩნდება კრიტიკული კითხვა: ”თუ ლატარიის გამარჯვებული მოვალე გახდება, აღნიშნული თანხები ჩამოიჭრება თუ არა ქვეყნის ვალიდან?”

onalem

ტესტ