fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: ცეცხლწაკიდებული კუნძულიდან 65 ტურისტი გამოიყვანეს

საბერძნეთის სანაპირო დაცვამ გუშინ ტურისტები გადაარჩინა, რომლებიც სასტუმროში იყვნენ ჩაკეტილები. კუნძულ ალონისოსის ტყეში ცეცხლი გაჩნდა, რომელიც მასთან ახლოს მდებარე სასტუმროს სწრაფად უახლოვდებოდა.

ცეცხლი გერაკინა ლაკას ტერიტორიაზე გაჩნდა და ალი ძალიან სწრაფად ვრცელდებოდა. ფაქტობრივად, სიტუაცია არაკონტროლირებადი გახდა.

სანაპირო დაცვის სამი თანამშრომელი სასტუმროსკენ გაემართა და 65 ტურისტი გამოიყვანა.

მეხანძრეები ალს დიდხანს ებრძოდნენ. საქმეში ჩართული იყო საჰაერო ძალებიც.

ტელეკომპანია ERT-ზე ალონისოსის მერი აცხადებს, რომ ხანძარი განზრახ გააჩინეს.

სულ დამწვარია 50-60 ჰექტარი.

 

 

onalem

ტესტ