fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთი: ბულგარელი წყვილი ჩვილებს 20, 000 ევროდ ყიდდა

კატერინის უსაფრთხოების განყოფილების ოფიცრებმა გაახმაურეს საქმე, რომელიც ბავშვების უკანონო გაშვილებას ეხება. სულ ასეთი 5 შემთხვევა ფიქსირდება, სამი პიერიაში, ხოლო ორი ატიკის რეგიონში.

პოლიციის ინფორმაციით, ბულგარელი წყვილი ამ საქმიანობას 2014 წლიდან 2016 წლამდე ეწეოდა. გამოიკვეთა ორი ბერძენი მამაკაცის ბრალეულობაც, რომელთაგან ერთი 67, ხოლო მეორე 61 წლისაა. თავად ბულგარელი ცოლ-ქმარი კი, 46 და 45 წლის.

ასევე, დამნაშავეა მათი 28 წლის ქალიშვილი, რომელიც უშვილო წყვილებს პოულობდა და მათ ბავშვის აყვანას სთავაზობდა. თითოეული ბავშვის ღირებულება 20, 000 ევრო იყო.

იგივე ბრალდება აქვს 61 წლის ბერძენ მამაკაცსაც.

საქმე კატერინის პროკურატურაში დეტალური გამოძიებისთვის უკვე გადაიგზავნა.

პოლიციის ცნობით, იდენტიფიცირებულია ხუთი ბილოგიური დედა, მათი ასაკი 23-დან 40 წლამდეა. თითოეული მათგანი ბულგარეთის მოქალაქეა.

onalem

ტესტ