fbpx
კულტურასაზოგადოება

საბერძნეთი: ბრიტანელი ტურისტის გართობა ტრაგიკულად დასრულდა

საბერძნეთის პოლიცია მეტად უცნაურ შემთხვევას იძიებს.

სერიოზული ინციდენტი კრეტაზე მოხდა. 18 წლის ბრიტანელი ტურისტი ამჟამად კომურ მდგომარეობაშია, რადგან მან ჰელიუმის გაზი ჩაისუნთქა. როგორც იცით, ამ სახის გაზის ჩასუნთქვის შედეგად ხმა სასაცილო და წრიპინა ხდება.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა არდადეგებს კრეტაზე ატარებდა. სამშაბათს ის მეგობრებთან ერთად ჰელიუმის გაზით ერთობოდა. ამ დროს მან გონება დაკარგა და სასწრაფოდ ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ მისი მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო, ირაკლიონის საუნივერსიტეტი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია. მეგობრებმა, რომლებიც საბედისწერო ღამეს მასთან ერთად იმყოფებოდნენ, ჩვენება მისცეს.

ხერსონისოსის მერი გაოგნებულია და აცხადებს, რომ ვერ ხვდება, თუ რატომ იმოქმედა ასე აღნიშნულმა გაზმა და რატომ გახდა საჭირო გოგონას საავადმყოფოში მოთავსება.

”გაზი, რომელიც კომის გამომწვევ მიზეზად დასახელდა, არც არალეგალურია და არც ასეთი შემთხვევები გამოუწვევია.  ასევე, არსებობს მაღაკლვალიფიციური მომსახურება და კონტროლი, რათა მისი გამოყენება მოხდეს დანიშნულებისამებრ,” აცხადებს ის.

onalem

ტესტ