fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: ბომბი გერმანელი ტურისტების მანქანის ქვეშ

ჩრდილოეთ საბერძნეთში, ქვეყანაში ხანმოკლე ვიზიტით მყოფი გერმანელი ტურისტების მანქანის ქვეშ ხელნაკელთი ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩინეს.

ბომბი 70 წლის მამაკაცმა, ხუთშაბათს დილით იპოვა, როდესაც წყვილმა მანქანა პლატონოს საავტომობილო სადგურში დააყენა. მან საბურავების შემოწმება სცადა, რა დროსაც მანქანაზე საეჭვო მოწყობილობა შეამჩნია.

მან პოლიციას შეატყობინა.

ადგილზე მივიდა სპეციალური სამაშველო ჯგუფი, რომლებმაც მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების ყველა ზომა მიიღეს, ბომბი მანქანას მოაშორეს და ლაბორატორიაში შესამოწმებლად წაიღეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით ასაფეთქებელი მოწყობილობა დისტანციურად იმართებოდა.

ამ საკითხს თესალონიკის ანტიტერორისტული პოლიციის განყოფილება იძიებს.

შემთხვევა ძალიან სპეფიციკურია.

onalem

ტესტ