საბერძნეთი: ბინადრობის ნებართვის (‘Αδεια Διαμονής) მინიჭების ზოგადი წესები

  1. ზოგადად, მესამე ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შეაქვს განცხადება საბერძნეთში
    ბინადრობის ნებართვის მისაღებად, ვალდებულია, ეს გააკეთოს საბერძნეთში
    შემოსასვლელი ვიზის ვადის გასვლამდე;
  2. ბინადრობის ნებართვის განცხადებები შედის დეცენტრალიზებული მმართველობის
    უცხოელთა და მიგრანტთა სამსახურში (ე.წ. „Αποκεντρωμένη Διοίκηση Διεύθυνση Αλλοδαπών και Μετανάστευσης“), განმცხადებლის საცხოვრებელი უბნის მიხედვით, ან შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში (Υπουργείο Εσωτερικών Διεύθυνση Μεταναστευτικής πολιτικής) (კანონი 4018/2011 (ა 215), მუხლი N2);
  3. პირველად ბინადრობის ნებართვაზე განცხადება შეიძლება შეიტანოს როგორც
    უშუალოდ მესამე ქვეყნის მოქალაქემ, ისე მისი ნდობით აღჭურვილმა პირმა (რომელიც
    სრულწლოვანია), ან მეუღლემ; ასევე, აღმავალი ხაზით ნათესავმა და დაღმავალი ხაზით ნათესავმა/შთამომავალმა. იგივე წესი ვრცელდება განცხადებაზე უარყოფითი პასუხის, ან ბინადრობის ნებართვის მისაღებად ჩაბარებული დამატებითი საბუთების გამოტანის შემთხვევაში;
  4. დასაშვებია მოქალაქის სატელეფონო, ელექტრონული ან საფოსტო კომუნიკაცია
    კომპეტენტურ უწყებებთან – ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ბინადრობის ნებართვის
    გაცემა ან მისი ვადის გაგრძელება, დამატებითი საბუთების შეტანა, პროცესის
    მიმდინარეობის კონტროლი და სხვა;
  5. ბინადრობის ნებართვის განცხადებასთან ერთად, განმცხადებელმა უნდა წარადგინოს
    შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (ბინადრობის ნებართვის კატეგორიის
    მიხედვით);

თუ გსურთ რათა მოიპოვოთ ლეგალურად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტები საბერძნეთში, შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს მიერ რეკომენდირებულ საადვოკატო ბიუროს – Advalaw. შეავსეთ ეს ფორმა და ოფისის კონსულტანტები მალევე დაგიკავშირდებიან:

შესავსები ფორმა



მისამართი: სოფოკლეუს 7-9, პლატია კოძიას გვერდით (ომონიიდან, ფეხით 3 წუთია საჭირო რომ მიხვიდეთ)
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევამდე. დილის 9-დან საღამოს 5-მდე
ტელეფონი: 211-1054100

6. კომპეტენტური ორგანოები, რომლებსაც ბარდება მესამე ქვეყნის მოქალაქის განცხადება
ბინადრობის ნებართვისათვის საჭირო საბუთებთან ერთად, დოკუმენტაციის სრულად
წარდგენის შემთხვევაში, გასცემენ შესაბამის ცნობას „საბუთების ჩაბარების თაობაზე“
(ჩაბარების ცნობა). ცნობის ხანგრძლივობა 1 წელია. განცხადებაზე უარყოფითი პასუხის
შემთხვევაში, ის ავტომატურად ჩაითვლება ბათილად;

7. თუ ჩაბარების ცნობის ვადის გასვლის მომენტისათვის ბინადრობის ნებართვაზე
შეტანილ განცხადებაზე გადაწყვეტილება არ არის მიღებული, შესაბამისი ორგანო
ვალდებულია, ხელმეორედ გასცეს ეს ცნობა და განმცხადებელს აცნობოს შესაბამისი
ახსნა-განმარტების დართვით;

8. ასეთივე ჩაბარების ცნობა გაიცემა, თუ ბინადრობის პირველადი ნებართვის მიღებაზე
განმცხადებელს არ აქვს საბერძნეთის სახელმწიფო სოციალური დაზღვევა, მაგრამ
განცხადების შეტანიდან 6 თვის ვადაში წარადგენს ამ საბუთს;

9. მესამე ქვეყნის მოქალაქეს, რომელმაც შეიტანა განცხადება ბინადრობის ნებართვაზე
და მიიღო მისი ჩაბარების ცნობა, შეუძლია ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრება ცნობის
ვადის გასვლამდე. ამ პერიოდში იგი სარგებლობს იმავე უფლებებით, რომლებიც აქვს
ბინადრობის ნებართვის მფლობელს;

10. შესაძლოა, დეცენტრალიზებული მმართველობის სამსახურმა მესამე ქვეყნის მოქალაქე
გასაუბრებაზე დაიბაროს, რომელიც გაიმართება საიმიგრაციო კომისიის თანდასწრებით,
კონკრეტულ დროს და მისამართზე. მესამე ქვეყნის მოქალაქეს გასაუბრებაზე იწვევენ
წერილობით. თუ პირი არ გამოცხადდა დანიშნულ დროს, მის განცხადებაზე გამოიცემა
უარყოფითი გადაწყვეტილება.

თუ გსურთ რათა მოიპოვოთ ლეგალურად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტები საბერძნეთში, შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს მიერ რეკომენდირებულ საადვოკატო ბიუროს – Advalaw. შეავსეთ ეს ფორმა და ოფისის კონსულტანტები მალევე დაგიკავშირდებიან:

შესავსები ფორმა



მისამართი: სოფოკლეუს 7-9, პლატია კოძიას გვერდით (ომონიიდან, ფეხით 3 წუთია საჭირო რომ მიხვიდეთ)
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევამდე. დილის 9-დან საღამოს 5-მდე
ტელეფონი: 211-1054100