fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: ბიჭი, რომელიც ძაღლის გადარჩენას ცდილობდა, თავადაც დაიღუპა

ტრაგედია კრეტაზე, კერძოდ, ირაკლიოში მოხდა. გუშინ ღამით, 33 წლის მამაკაცი თავისი ძაღლის გადარჩენას ცდილობდა, რომელიც ჭაში იყო ჩავარდნილი.

cretapost.gr-ის ინფორმაციით, ჭაში თავდაპირველად ძაღლი ჩავარდა, ხოლო 33 წლის დიმიტრის კარელისს მისი დახმარება უნდოდა, რის შედეგადაც ისიც ჭაში ჩავარდა და ორივე დაიხრჩო.

მაშველებმა გარდაცვლილი მამაკაცი ჭიდან გუშინ ღამით ამოიყვანეს.

onalem

ტესტ