fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: ბავშვის სექსუალური შევიწროვების ბრალდებით 90 წლის მამაკაცი დააკავეს

პოლიციის ოფიცრები ადგილზე მისვლისას ყურებს არ უჯერებდნენ. ისინი მცირეწლოვანი ბავშვის მშბლებმა გამოიძახეს. ბრალდებული წარსულში მაღალი თანამდებობის პირი იყო.

კერძოდ, ინციდენტი საბერძნეთის ერთ-ერთ სოფელ ვლახოიანიში მოხდა. როგორც მშობლები იუწყებოდნენ, მათ შვილს 90 წლის მამაკაცი სექსუალურად ავიწროვებდა.

ხანდაზმული მამაკაცის ქმედებამ საზოგადოება და თავად პოლიციის ოფიცრები აღაშფოთა. ცხადია, მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა და ის დანაშაულზე პასუხს აგებს.

ცნობილია, რომ ბავშვმა შევიწროვებასთან დაკავშირებით მშობლებთან თავად დაიჩივლა.

აღსანიშნავია ასევე ის, რომ ბრალდებული მამაკაცი წარსულში მაღალი თანამდებობის პირი იყო და დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა.

onalem

ტესტ