fbpx
ეკონომიკა

საბერძნეთი ბანკომატიდან თანხის გამოტანაზე შეზღუდვებს ხსნის

საბერძნეთი კაპიტალზე დაწესებული კონტროლის პრობლემის ეტაპობრივად გადაჭრას აპირებს, ამიტომაც ხსნის შეზღუდვებს ბანკომატიდან თანხის გამოტანასა და საბანკო ანგარიშის გახსნაზე. გთავაზობთ ფინანსთა მინისტრის, ევკლიდ ცაკალატოსის განცხადებას, რომელიც მან შაბათს გააკეთა.

“კაპიტალ კონტროლთან დაკავშირებით, ჩვენ მალე ახალი გამარტივებები გვექნება” -განაცხადა მინისტრმა გაზეთ Naftemporiki-სთან, თუმცა, მან კონკრეტული დროის დასახელებისაგან თავი შეიკავა.

“მოგეხსენებათ, ჩვენ შევუდექით პრობლემის მოგვარების გეგმას, რომელიც სამი ფაზისაგან შედგება. ამ ახალი გამარტივების შედეგად, ჩვენ მეორე ფაზასაც შევასრულებთ, რომელიც ბანკომატიდან ნაღდი თანხის გამოტანასა და საბანკო ანგარიშის გახსნაზე შეზღუდვას მოხსნის. ამის შემდეგ, უკვე მესამე, საბოლოო ფაზაზე გადავალთ, რომელმაც კაპიტალის საზღვარგარეთ გადატანაზე დაწესებული შეზღუდვები უნდა მოხსნას”- დაამატა მინისტრმა.

გასულ მაისს, ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, გამოსატანი თანხის ლიმიტი 5000 ევრომდე გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ და სხვა სახის გამარტივებებს, ფინანსური კუთხით, მოსახლეობა, სულმოუთქმელად ელოდება.

შეგახსენებთ, რომ კაპიტალზე კონტროლი 2015 წლის ზაფხულში დაწესდა.

 

 

onalem

ტესტ