საბერძნეთი: ახალი შეზღუდვები ნაღდი ფულით გადახდის დროს

ფინანსთა სამინისტროს სამიზნე, ამჯერად, ნაღდი ფული და მასთან დაკავშირებული ტრანზაქციები გახდა. საქმე იმაშია, რომ სამინისტრო ნაღდი ფულით გადახდაზე ახალი შეზღუდვების დაწესებას გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ ნაღდი ფული მნიშვნელოვნად შემცირებულია, თუმცა, მომხმარებელთა უმრავლესობა გადახდის ან სხვა მსგავსი ტრანზაქციების დროს, უპირატესობას კვლავ ნაღდ ფულს ანიჭებს.

ამის გამო, ფინანსთა სამინისტრო ყოველდღიური გადარიცხვების შემცირებას გეგმავს. ამ მიზნით, დადგინდა ნაღდი ფულით გადახდის ლიმიტი, რომელიც 500 ევროთი განისაზღვრა.

სამინისტრო ამ მაჩვენებლის 400 ან 300 ევრომდე შემცირებას გეგმავს. გამოდის, რომ ახლო მომავალში ნაღდი ფულით მხოლოდ 300 ევროს გადახდა იქნება შესაძლებელი. ესეიგი, როდესაც რაიმეს შეიძენთ, 300 ევროზე ზემოთ სავალდებულოა ბარათით გადახდა.

ახალი შეზღუდვების მიღების ზუსტი თარიღი ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა, ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ გადაწყვეტილებები წლის ბოლოსთვის იქნება მიღებული.

ამავდროულად, ფინანსთა სამინისტრომ დაასრულა სავალდებულო პროგრამის შემუშავება, რომლის მიხედვით სხვადასხვა სავაჭრო თუ კომერციულმა კომპანიებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ POS ტერმინალით გადახდის მომსახურება. გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება მალე შევა ძალაში. კომპანიები, რომლებიც ამ პროგრამას შეუერთდებიან ვალდებული არიან, რომ 3 თვის მანძილზე დააყენონ POS ტერმინალები.

 

melano

ტესტ