fbpx
ეკონომიკასაბერძნეთი

საბერძნეთი: ახალი ”მწვანე გადასახადი” წყალზე

საბერძნეთის მთავრობამ გადაწყვიტა, მოსახლეობას ახალი ეგრედ წოდებული ”მწვანე გადასახადი” გააცნოს. გადასახადის რაოდენობა დამოკიდებული იქნება საცხოვრებელ რეგიონზე.

ახალი გადასახადი ძირითადად ფერმერების ბუჯეტზე აისახება, ვინაიდან ისინი ვალდებული იქნებიან, გადაიხადონ ახალი გადასახადი, რომელიც თანამედროვე ახლად დამონტაჟებული ტექნიკის გამო დაეკისრებათ.

გადასახადი იქნება წყლის ყველანაირი სახის მომსახურებაზე: მის სამრეწველო გამოყენებაზე, სარწყავი მიზნით გამოყენებაზე, საკანალიზაციო და ა.შ.

მას შემდეგ, რაც სახელმწიფო კომისიის გაანგარიშების შედეგად ტარიფები განისაზღვრება, წლის მიმწოდებელი კომპანიები ამის შესახებ ინფორმაციას გაავრცელებენ. თითოეულ მომხმარებელს შეეძლება დააყენოს სასურველი სერვისი და საფასური დამოკიდებული იქნება მოხმარებაზე.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გადასახადი 2018 წლის შემდეგ შევა ძალაში.

onalem

ტესტ