fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ავტოსაგზაო შემთხვევას 5 შვილის მამა ემსხვერპლა

პირგოს-პატრას მთავარ გზატკეცილზე დაახლოებით დილის 07:00 საათამდე, მოტოციკლით მიმავალი 32 წლის მამაკაცი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ΚΤΕΛ-ის ავტობუსს შეეჯახა. ავარიის ზუსტი გარემოებები ჯერჯერობით უცნობია.

შედეგად, მოტოციკლის 32 წლის მძღოლი გარდაიცვალა, მისი 5 შვილი კი ობლად დარჩა. ადგილზე სასწრაფო დახმარება და პოლიცია სწრაფად გამოიძახეს. მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისთვის უკვე ძალიან გვიან აღმოჩნდა.

გარდაცვლილი მამაკაცი გიორგო ასიმაკოპულუა, რომელსაც დიდი ოჯახი ჰყავდა. ის ადრეულ ასაკში დაქორწინდა და ყოველთვის სურდა ბევრი შვილი ჰყოლოდა. მისი 5 მცირეწლოვანი ბავშვი ობლად დარჩა. ის ბოლო 10 წლის მანძილზე საავტომობილო ინდუსტრიაში მოღვაწეობდა.

გარდაცვლილის ოჯახი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია.

onalem

ტესტ