fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

“საბერძნეთი არ არის არც სირია და არც ერაყი, ანკარამ ეს უნდა გაიგოს” – კოძიასი

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკოს კოძიასმა, თურქეთს მკვეთრი მესიჯი გაუგზავნა. მან ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა იმოქმედებს სხვა გზით და რეაქცია აღარ იქნება ისეთი მშვიდი, როგორიც აქამდე იყო, თუკი იმიასთან დაკავშირებით თურქეთი კვლავ გამოიწვევს საბერძნეთს.

Alpha-ზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ თურქეთი საბერძნეთის წითელ ხაზებს ეხება. რომ ის არის დიპლომატი და მისი მოვალეობაა გაფრთხილება გააგზავნოს: “საბერძნეთი არ არის არც სირია და არც ერაყი, ანკარაში ეს უნდა გაიგონ.”

კითხვაზე, თუ რას მოიმოქმედებს საბერძნეთი თუკი თურქეთი კვლავ იგივეს გაიმეორებს ეგეოსის ზღვაში, მან უპასუხა: “ისინი ამას აღარ გააკეთებენ, მათ ეს აღარ უნდა გააკეთონ.”

onalem

ტესტ