fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: აქციის სისხლიანი შედეგები – საავადმყოფოშია 16 ადამიანი

მაკედონიასთან დაკავშირებით გამართული აქცია ფლორინაში სისხლიანი ეპიზოდებით იყო სავსე. ბერძნული მედიის ცნობით, საავადმყოფოში მოხვდა 16 ადამიანი, მათ შორის არიან პოლიციელებიც.

კერძოდ, მას შემდეგ, რაც მაკედონიის სახელწოდების საკითხზე შეთანხმების შესახებ გახდა ცნობილი, მოსახლეობა პროტესტის გამოსახატად შეიკრიბა. ვითარება დაიძაბა და პოლიციას ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოუწია.

სულ მცირე 16 ადამიანი, სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სოციალური ქსელის საშუალებით მოსახლეობამ გაავრცელა ვიდეოები, თუ რა ხდებოდა ყველაზე ცხელ მომენტებში.

იხილეთ ვითარება:

https://www.facebook.com/ioannis.abatzoglou/videos/10216152187182368/

https://www.facebook.com/ioannis.abatzoglou/videos/10216152390307446/

https://www.facebook.com/ioannis.abatzoglou/videos/10216152390947462/

onalem

ტესტ