fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: ამინდის ცვლილება მომდევნო დღეების მანძილზე

საბერძნეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური ამინდის ცვლილებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

კერძოდ, შაბათს მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ჭექა-ქუხილი და თოვლი ზოგიერთ რეგიონში.

შაბათს დილით (10/02/2018) იწვიმებს: იონიის კუნძულებზე, დასავლეთ სტერეაში, პელოპონისოში, სპორადესში, ევიასა და ჩრდილოეთ ეგეოსის კუნძულებზე.

საღამოს: კიკლადესის კუნძულებზე, შესაძლოა კრეტაზეც.

ღამით: აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებზე, შესაძლოა დოდეკანესის კუნძულებზეც.

კვირას (11/02/2018) იწვიმებს: დროდადრო პელოპონისოში, აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებზე.

შუადღემდე: დასავლეთ სტერეაში, აღმოსავლეთ მაკედონიაში, თრაკიში. შესაძლოა იონისს კუნძულებზე, ეპირუსსა და ჩრდილოეთ ეგეოსის კუნძულებზე.

დილამდე იწვიმებს ცენტრალურ მაკედონიაში, შესაძლოა თესალიაშიც.

ძლიერი თოვლია მოსალოდნელი მთიან რეგიონებში, განსაკუთრებით ეპირუსში, ზღვის დონიდან 600-700 მეტრის ზემოთ და ასევე მაკედონიაში, ზღვის დონიდან 700-800 მეტრის ზემოთ.

onalem

ტესტ