fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: აფეთქება სახლში, სადაც წყვილი და მათი ორი შვილი იმყოფებოდა

დღეს შუადღისას ლარისაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში გაზის ღუმელი აფეთქდა.

აფეთქებამ დიდი მატერიალური ზარალი გამოიწვია, თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. ინციდენტისას სახლში ახალგაზრდა წყვილი და მათი ორი შვილი იმყოფებოდა. საბედნიეროდ, მათ სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ მიუღიათ.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე სწრაფად გაჩნდა პოლიცია, სახანძრო ბრიგადა და სასწრაფო დახმარება. ქალი და მისი ორი შვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი ბავშვი 7 წლისაა.

ადგილზე სახანძრო დეპარტამენტი დიდი ხნით დარჩა, რათა მატერიალური ზარალი შეეფასებინათ და შესაძლო საფრთხეები აღმოეფხვრათ.

onalem

ტესტ