fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: 91 წლის ქალს ეძინა, როდესაც სახლში სამი კრიმინალი შეუვარდა

გასული ღამე 91 წლის მოხუცისთვის ნამდვილ კოშმარად იქცა. ის არ წუხდა იმაზე, რომ საკუთარ დანაზოგს კარგავდა, მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რომ ცოცხალი გადარჩენილიყო.

კერძოდ, ინციდენტი ოლიმპიაში მოხდა. 91 წლის ქალს ეძინა, როდესაც სახლში, საძინებელში სამი კრიმინალი შეუვარდა. მათ ნიღბები და ხელთათმანები ეკეთათ.

თავდაპირველად ქალი საწოლზე დააბეს, რათა არაფერი მოემოქმედებინა. შემდეგ მთელ სახლში თანხის ძებნა დაიწყეს და მიაგნეს კიდეც.

ქალი პოლიციაში ზუსტად ვერ ასახელებს, თუ რა რაოდენობის თანხა მოპარეს. თუმცა, ვარაუდობს, რომ 4,650-დან 6,500 ევრომდე იყო.

დამნაშავეები გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდნენ. 91 წლის მოხუცის ჩვენების მიხედვით, ისინი დაახლოებით 40-დან 45 წლამდე იყვნენ.

რაც შეეხება ეროვნებას, ქალი ამბობს, რომ კრიმინალები, საუბრის მიხედვით, ბერძნებს ჰგავდნენ.

 

onalem

ტესტ