fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: 7 წლის გოგონა სასტუმროს აუზში უგონო მდგომარეობაში იპოვეს

ტრაგიკული ინციდენტი დღეს შუადღეს, ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა.

კერძოდ, ოჯახი კუნძულ როდოსზე დასასვენებლად იყო ჩასული. 7 წლის გოგონა ამ დროისთვის გაურკვეველ ვითარებაში სასტუმროს აუზში უგონო მდგონარეობაში იპოვეს.

ცნობილი არის მხოლოდ ის, რომ ის აუზთან თამაშობდა, თუმცა, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ჩავარდა შიგნით, ინფორმაცია არ ვრცელდება.

ადგილზე დაუყოვნებლივ გამოიძახეს სასწრაფო დახმარება და 7 წლის ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმებისა და ექთნების ძალისხმევის მიუხედავად, უკვე გვიანი აღმოჩნდა და გოგონა რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

ტრაგიკული ინციდენტის შესახებ პოლიციას შეატყობინეს და შედეგად, დაკავებულია სასტუმროს დაცვის თანამშრომელი.

 

onalem

ტესტ