fbpx
კრიმინალისაზოგადოება

საბერძნეთი: 55 წლის მამაკაცმა თავი საკუთარი ჰალსტუხით ჩამოიხრჩო

საშინელი ინციდენტი საბერძნეთში, კერძოდ, ნავფაქტოსში მოხდა.

55 წლის ბიზნესმენის დედა სახლში დაბრუნებისას შოკისმომგვრელ სანახაობას შეესწრო. მისი შვილი, რომელიც ერთ-ერთი დამკრძალავი ბიუროს მფლობელი იყო, სახლში, ფანჯარასთან, საკუთარი ჰალსტუხით ჩამომხრჩვალი იპოვა.

თვითმკვლელობის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, 55 წლის მამაკაცს ძალიან ბევრი მომჩივანი ჰყავდა.

მას ცოლ-შვილი არ ჰყავდა და ნავფაქტოსში, ერთ-ერთ პორტთან ახლოს ცხოვრობდა, სადაც ჩამომხრჩვალი იპოვეს.

მისი ცხედარი პატრასის საუნივერსიტეტი კლინიკაში გადაასვენეს.

onalem

ტესტ