fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: 500-ზე მეტი სუიციდი ბოლო წლების მანძილზე

10 სექტემბერი სუიციდთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. სუიციდი არის პრობლემა, რომელიც სხვადასხვა მიზეზების გამო საბერძნეთში საკმაოდ აქტუალურია.

ყოველ წელს 500-ზე მეტი ადამიანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს, ხოლო საერთაშორისო კვლევების მიხედვით, ამ ფაქტების გამო 2,500 ადამიანი იტანჯება. დაკრძალვის ცერემონიაზე მინიმუმ 5-10 ადამიანი მიდის. ეს კი ნიშნავს, რომ ახლობლის სუიციდის გამო მათ საშინელი ტანჯვის გავლა უწევთ.

ექსპერტების ცნობით, საბერძნეთის მოსახლეობის 10-15% სუიციდის რისკის ჯგუფის ქვეშაა.

ELSTAT-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, საბერძნეთში ბოლო 5 წლის მანძილზე ქირურგიულ ჩარევის აუცილებლობა საგრძნობლად გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ თვითმკვლელობის ფაქტები მამაკაცებში უფრო ხშირია, ვიდრე ქალებში. 2014 წელს დაფიქსირდა 459 მამაკაცის მიერ და 115 ქალის მიერ ჩადენილი თვითმკვლელობა. 2013 წელს მამაკაცის მიერ ჩადენილი 425 და ქალის მიერ ჩადენილი 91 სუიციდი, 2012 წელს 373 მამაკაცი და 94 ქალი. ზოგადად, 2000-დან 2014 წლის ჩათვლით, 6.121 თვითმკვლელობა დაფიქსირდა.

დღეს, 10 სექტემბერს, სუციდთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით სინდაღმის სკვერში მარათონი გაიმართება.

onalem

ტესტ