საბერძნეთი: 50 წლის მამაკაცი 6 წლის შვილს პროსტიტუციით დაკავებას აიძულებდა

საბერძნეთის პოლიციის ინფორმაციით, ბავშვის სექსუალური შევიწროვების ბრალდებით დაკავებულია 4 ბერძენი მამაკაცი. აქედან ერთ-ერთი, 50 წლის მამაკაცი, თავად გოგონას მამაა. ხოლო დანარჩენი სამი მისი ე.წ. “კლიენტები”.

კერძოდ, 50 წლის მამაკაცი საკუთარ ქალიშვილს აიძულებდა პროსტიტუციით დაკავებულიყო, მაშინ, როცა გოგონა მხოლოდ 6 წლის იყო. აღნიშნული კოშმარი ბავშვის ცხოვრებაში 6 წლის მანძილზე, 2008 წლიდან 2014 წლის ჩათვლით გრძელდებოდა.

საჩივარი განყოფილებაში იანვრის თვეში შევიდა, რის შედეგადაც გამოძიება დაიწყო და 50 წლის მამასთან ერთად დააკავეს კიდევ სამი, დაახლოებით 60 და 58 წლის მამაკაცი.

ოთხივე მათგანი კატერინის პოლიციამ პიერიაში დააპატმრა.

მათ ბრალად ედებათ არასრულწლოვნის გაუპატიურება, სექსუალური შევწროვება და ბავშვთა ტრეფიკინგი.

აღსანიშნავია, რომ საქმეს საფუძვლად უდევს გარემოება, რომლის მიხედვითაც მამაკაცი საკუთრი შვილის სხეულს მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო ყიდდა.

melano

ტესტ