fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: 5 წლის ბიჭი, რომელიც ტვინის სიმსივნეს ებრძვის, დახმარებას ითხოვს

5 წლის ხრისტოფოროს თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი აქვს. ეს არის დაავადება, რომლის დამარცხებაც მკურნალობის ჩვეულებივი მეთოდებით შეუძლებელია. სწორედ ამის გამო, ახლა ხრისტოფოროს ოჯახი მექსიკაში იმყოფება, სადაც ამ იშვიათი დაავადების წინააღმდეგ, ფაქტობრივად, ერთად იბრძვიან.

”ჩვენ ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ, რადგან ვიმყოფებით უცხო ქვეყანაში და თანხა, რომელიც გვქონდა, მხოლოდ 4 თერაპიული კურსისთვის გვეყო. ახლა კი მეტის საშუალება აღარ გვაქვს. მკურნალობის ღირებულება 350, 000 ევროა. ჩვენ გთხოვთ, გახდეთ ჩვენი მოკავშირეები. გვჯერა, რომ ჩვენი 5 წლის შვილი იქნება ის, ვინც გაიმარჯვებს ტვინის სიმსივნეზე და გახდება მაგალითი ბევრი სხვა ბავშვისთვის,” ამბობენ ხრისტოფოროს მშობლები, რომლებიც საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ.

https://www.facebook.com/teamchristoforos/videos/1317212375057853/

 

onalem

ტესტ