fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთი: 48 წლის მამაკაცი 3 საათის მანძილზე სახურავის კიდეზე იდგა

შოკისმომგვრელი სცენა ლამიაში სამი საათის მანძილზე მიმდინარეობდა. 48 წლის მამაკაცი სახლის სახურავზე ავიდა და თვითმკვლელობით იმუქრებოდა.

ეს ყველაფერი ქალაქის ცენტრში მოხდა და უამრავი თვითმხილველი ჰყავდა. ნათესავებმა და მეზობლებმა პოლიციის უსაფრთხოების დეპარტამენტს შეატყობინეს და ოფიცრები ადგილზე გამოცხადდნენ.

ოპერაცია სამი საათის მანძილზე გაგრძელდა და 13:30 საათიდან 16:30 საათამდე ისინი მის გადარწმუნებას ცდილობდნენ და მოახერხეს კიდეც. საბოლოოდ მამაკაცი სახურავიდან ჩამოვიდა.

ცნობილია, რომ მამაკაცს სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა.

onalem

ტესტ