fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: 43 წლის ბერძენ ქალს საკუთარი ბუღალტერი 10 წლის მანძილზე ძარცვავდა

43 წლის თმის სტილისტმა საკუთარ ბუღალტერს ბიზნეს ანგარიშების შედგენა დაავალა, თუმცა, როგორც შემდეგ, სასამართლო განხილვის დროს აღმოჩნდა, ბუღალტერი წლების მანძილზე არ იხდიდა დღგ-სა და სადაზღვეო გადასახადებს, იმის მიუხედავად, რომ სტილისტი ყოველ თვე აძლევდა მას ამ თანხებს.

ბუღალტერის ქმედების შედეგად, სტილისტს ΙΚΑ-სთვის გადასახდელი 40,000 ევრო დაუგროვდა, ხოლო საგადასახადოსთვის – 6,000 ევრო.

საქმე მაშინ გამომჟღავნდა, როდესაც სტილისტის ერთ-ერთ თანამშრომელს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და მან, ლოგიკურად, ΙΚΑ-ს მიმართა დაზღვევის საკითხზე. თუმცა, სადაზღვეო კომპანიის ინფორმაციით, იგი დაზღვეული არ აღმოჩნდა, რის შემდეგაც, საქმის ვითარება სწრაფად გაირკვა.

როგორც აღმოჩნდა, ბუღალტერი დღგ-ს და სადაზღვეო კომპანიის გადასახადებს 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ იხდიდა.

ლარისას სააპელაციო სასამართლომ 50 წლის ეჭვმიტანილ ბუღალტერს სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

onalem

ტესტ