fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: 37,000 ბავშვი საბავშვო ბაღის გარეშე დარჩება

გასულ წელს საბავშვო ბაღში 30, 000 ბავშვი მივიდა, წელს კი 37-38,000 ბავშვი საბავშვო ბაღის გარეშე რჩება.

ათასობით ოჯახისთვის ეს უსიამოვნო სიურპრიზია. რამდენად დაუჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს, 37, 000-მდე ბავშვი მთელი საბერძნეთის მასშტაბით საბავშვო ბაღის გარეთ რჩება.

Skai-სთან საუბარში თეოდოროს გოცოპულოსმა აღნიშნა, რომ პრობლემა ბაღების არ არსებობაში მდგომარეობს. ბავშვების რაოდენობა ძალიან დიდია, ხოლო ბაღები არასაკმარისი. იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს, დიდი დროა საჭირო.

ამავე დროს პატრასის მუნიციპალიტეტის სოციალური სექტორის შენობასთან, გუნარის ქუჩზე, წარმოუდგენელი სიტუაცია.

30-ზე მეტი ადამიანი რიგში იდგა, რათა ოფისში შესულიყო და საკუთარი ბავშვის საბავშვო ბაღში შესვლის საკითხი მოეგვარებინა.

კონკრეტულად ქალაქ პატრასში ადგილი არ არის დაახლოებით 800 ბავშვისთვის.

onalem

ტესტ