fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: 4 წლის ბავშვმა წყლის ნაცვლად ქლორინი დალია – მისი მდგომარეობა მძიმეა

ბერძნული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმციით, მცირეწლოვანი ბავშვი აგრინიოში ცხოვრობს. ექიმები აცხადებენ, რომ მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

კერძოდ, 4,5 წლის ბიჭმა მაცივრიდან წყლის ნაცვლად ქლორინი აიღო და ისე დალია, რომ ვერ გააცნობიერა რას სვამდა.

ამის შემდეგ ის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი მდგომარეობა შეფასდა როგორც კრიტიკული და მისი სხვა საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

ექიმების თქმით, მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არ არის, თუმცა, მდგომარეობა მძიმეა.

ამ დროისთვის 4 წლის ბავშვი რიოს საუნივერსიტეტო საავადმყოფოში მკურნალობს.

onalem

ტესტ