fbpx
ბუნებრივი კატასტროფებისაბერძნეთი

საბერძნეთი: 39 ხანძარი მხოლოდ ბოლო 24 საათში

მხოლოდ ბოლო 24 საათის მანძილზე მთელი საბერძნეთის მასშტაბით 39 ხანძარი გაჩნდა. ეროვნული სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, მათი უმეტესობა ბრიგადებმა სწრაფად მოაქციეს კონტროლის ქვეშ.

კერძოდ, ხანძრები დაფიქსირდა: კომიტოს მუნიციპალიტეტის და ამელანტესის ტყის ტერიტორიაზე (ევია). ასევე ცეცხლის ალი მოედო ლიოფიტოს ტყეს, სადაც 20 მაშველი 8 მანქანით და 16 მოხალისე ასევე 8 მანქანით ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობდა.

კარპენისის ტყეში 10-მა მეხანძრემ მოახერხა ცეცხლის ჩაქრობა.

დღესდღეობით, ვრცელდება ინფორმაცია იმ ადგილების შესახებ, ხანძრის გაჩენის ყველაზე მაღალი რისკია: ატიკა, არგოლისი, ვიოტია, კორინთი, ხიოსი, მითილინი.

შედარებით დაბალი, მაგრამ ამ მხრივ მაინც საშიში კუნძულებია: სამოსი, კრეტა, კეფალონია, დოდეკანესი, ზაკინთო, ლემნოსი, სკიათოსი, სკოპელოსი, ალონისოსი და სკიროსი.

სამაშველო სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს, თუკი სადმე ხანძრის გაჩენის ნიშნებს ხედავს, დაუყოვნებლივ დარეკონ ნომერზე: 199.

onalem

ტესტ