fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: 35 წლის მამაკაცი 13 წლის გოგონას საჩივრის საფუძველზე დააპატიმრეს

ტრაგიკული ისტორია მენიდიში მას შემდეგ გამომჟღავნდა, რაც 13 წლის მოზარდი ერთ-ერთ საჯარო სტრუქტურაში გამოცხადდა და დახმარება ითხოვა. მან მოჰყვა, თუ როგორ ჰყავდა 35 წლის ავღანელ მამაკაცს ის სახლში ჩაკეტილი, შემდეგ კი გოგონას მამაკაცისგან შვილი შეეძინა.

როგორც 13 წლის ბოშა ამბობს, 12 წლის ასაკში ის დედამ მიატოვა და თავშესაფარი სწორედ 35 წლის ავღანელი მამაკაცის სახლში, მენიდიში იპოვა. მამაკაცმა მას შესთავაზა, რომ თავისთან აცხოვრებდა. გამოუვალი სიტუაციის გამო გოგონა მას დათანხმდა.

1 წლის შემდეგ ის დაფეხმძიმდა და დედა გახდა. ამის პარალელურად კი ავღანელმა გოგონა სახლში ჩაკეტა და გარეთ, ფატქობრივად, არ უშვებდა.

შემაძრწუნებელი ისტორიის გამოვლენის შემდეგ, 35 წლის მამაკაცი დააპატიმრეს, ხოლო 13 წლის გოგონა, შვილთან ერთად, შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურაში შეასახლეს.

onalem

ტესტ