საბერძნეთი: 33 წლის ბერძენი თავს DEH-ს თანამშრომლად ასაღებდა და ხალხის გაძარცვას გეგმავდა

საბერძნეთის პოლიციის ინფორმაციით, 33 წლის მამაკაცი თავს ელექტრო ენერგიის მიმწოდებელი კომპანიის, DEH-ის თანამშრომლად ასაღებდა და ხანში შესული ხალხის ძარცვას გეგმავდა.

კერძოდ, 25 აგვისტოს, დილით, ის ორი, 81 და 86 წლის ქალის სახლში შევიდა. ქალბატონები მარტო ცხოვრობენ სერესის რეგიონში. მამაკაცმა ისინი მოატყუა, რომ მათ სახლებში ელექტრო გაყვანილობის პრობლემა იყო და ფულისა და ძვირფასეულობის მოპარვა სცადა. თუმცა, უშედეგოდ.

გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ის 48 წლის ქალის სახლშიც იგივე მიზნით შევიდა და ამისთვის იგივე მეთოდი გამოიყენა.

პოლიცია გამოძიებას აგრძელებს, ვინაიდან, შესაძლოა მას კიდევ მიუძღვის ბრალი სხვა მსგავს დანაშაულებრივ ქმედებებში.