fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: 32 წლის უცხოელი მამაკაცი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს

საბერძნეთის პოლიცია დამნაშავეს ეძებს, რომელმაც არტაში ემიგრანტი მამაკაცი სასტიკად მოკლა. საუბარია ინციდენტზე, რომლის დროსაც 32 წლის მამაკაცი ძილში მოკლეს, შემდეგ კი ყურები მოაჭრეს.

კერძოდ, სოფელ აგიოს სპირიდონაში 32 წლის პაკისტანის მოალაქე მოკლული იპოვეს. ეს არის ტერიტორია, სადაც ძირითადად უცხოელები ცხოვრობენ და მუშაობენ. დაახლოებით 11:00 საათზე, ახალგაზრდა მამაკაცი თავის საწოლში, სისხლში მცურავი იპოვეს. მას ყურები თავის ადგილზე აღარ ჰქონდა.

პოლიცია ვარაუდობს, რომ მკვლელობას საფუძვლად სერიოზული მოტივი უდევს. ვინაიდან, მკლელებმა ან მკვლელმა მას ყურები დააჭრეს, შემთხვევა არ უკავშირდება მხოლოდ ძარცვას ან რაიმე მსგავს დანაშაულს, არამედ საქმე გვაქვს პირად უთანხმოებასთან.

სამართალდამცავები დამნაშავეთა იდენტიფიცირებისთვის მუშაობენ.

onalem

ტესტ