fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთი: 27 წლის მკვლელის შოკისმომგვრელი აღიარება

საქმე ეხება 2017 წლის 26 ოქტომბერს მომხდარ მკვლელობას აგიო პანტელეიმონას ტერიტორიაზე. მსხვერპლი 48 წლის ჩინელი ქალია, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, სასიყვარულო სამკუთხედს შეეწირა, მკვლელი კი 27 წლის ბანგლადეშის მოქალაქე (ქალი), რომელმაც პოლიციას შოკისმომგვრელი ჩვენება მისცა.

48 წლის ქალი სახლში პოლიეთილენის პარკებში გახვეული იპოვეს. ის ომონიაზე მდებარე ერთ-ერთ ტანსაცმელის მაღაზიაში მუშაობდა და თავისი დამსაქმებელი მას 2 დღის მანძილზე ეძებდა. სახლში მიაკითხა, თუმცა, ვინაიდან კარი არავინ გაუღო, უკან გაბრუნდა. რამდენიმე საათის შემდეგ კი მეზობლები საშინელმა სუნმა შეაწუხა. ადგილზე პოლიცია გამოცხადდა და დანაშაულს ფარდა აეხადა. ის გარდაცვლილი იპოვეს.

რაც შეეხება მკვლელის აღიარებას, 27 წლის ბანგლადეშელი ქალი ამბობს, რომ 48 წლის ქალს სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა თავის უფროსთან (დამსაქმებელთან), ხოლო ამ მამაკაცსა და 27 წლის ქალის (მკვლელის) ქმარს შორის წარსულში გარკვეული უთანხმოება არსებობდა. მას შემდეგ, რაც მამაკაცი 48 წლის ქალს დაშორდა, მან ცოლად 27 წლის ბანგლადეშის მოქალაქე შეირთო. სწორედ ეს სიტუაცია უდევს საფუძვლად საზარელ მკვლელობას.

onalem

ტესტ