fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთი: 22 წლის ბიჭმა საკუთარ დედას ესროლა და გაუჩინარდა

22 წლის ახალგაზრდამ საკუთარ დედას, 56 წლის ქალს, მინიმუმ ორჯერ ესროლა და მძიმე დაზიანებები მიაყენა. ბიჭის მამა შოკშია.

ინციდენტი კუნძულ კეფალონიაზე მოხდა. დაშავებული უკიდურესად კრიტიკული მდგომარეობით პატრასის საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს.

დამნაშავე სროლის შემდეგ სწრაფად გაუჩინარდა. თუმცა, ბოლო ინფორმაციით, ის პოლიციამ მოგვიანებით დააკავა.

ჯერჯერობით უცნობია კონკრეტული მიზეზი, რის გამოც შვილმა საკუთარ დედას თოფი დაუმიზნა და ესროლა. თუმცა, მათი ახლობლები საუბრობენ იმ ძირითად აზრთა სხვადასხვაობაზე, რომელიც დედა-შვილს შორის არსებობდა.

ამავე ინფორმაციით, ბიჭი მშვიდი და კარგი ხასიათის ადამიანია, თუმცა, ზოგიერთ სიტუაციაში ჰქონდა უცნაური ქცევები.
ნათესავების თქმით, ვერასოდეს წარმოიდგენდნენ, რომ 22 წლის ახალგაზრდა ოდესმე ამ ზომამდე მივიდოდა.

ყველაზე რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია დაჭრილი ქალის მეუღლე ანუ ბიჭის მამა, რომელსაც არ სჯერა, თუ რა უბედურება ტრიალებს მის ოჯახში.

ის ბერძნულ მედიას თვალცრემლიანი ესაუბრა და თქვა, რომ ყველაფერი რაც მან ახლა იცის, არის ის, რომ მისი ცოლის მდგომარეობა კრიტიკულია.

onalem

ტესტ