fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: 22 გაძარცვული სახლი და მოპარული 27, 000 ევრო – ვინ არიან ქურდები?!

საბერძნეთის პოლიციამ დანაშაულებრივი დაჯგუფება დააკავა, რომელიც 2017 წლის ნომბრიდან მოქმედებდა. მათ ანგარიშზეა 29 ძარცვა და ძარცვის რამდენიმე მცდელობა.

დაჯგუფების თითოეული წევრი ბერძენია, ასაკით 17, 20, 22 და 28 წლის.

სახლების ძარცვისას ისინი თანხისა და ძვირფასეულობის გარდა, მანქანებსაც იპარავდნენ. მათი სამიზნე ძირითადად სერესი და თესალონიკი იყო.

მათი “ნადავლი”, რომელიც ნაღდი ფულის სახით ჰქონდათ, 27, 000 ევროს უდრის.

მათ ასევე აღმოაჩნდათ სხვადასხვა ტექნიკა და ძვირფასი სამკაულები.

მოპარული 5 მანქანის პატრონების იდენტიფიცირება პოლიციამ შეძლო და ისინი მათ დაუბრუნდათ.

ხუთ ბერძენს ბრალს ძარცვისა და ყაჩაღობის მუხლით წაუყენებენ.

onalem

ტესტ