fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთი: 20 წლის ბიჭმა 3, 000 ევროს ქურდობა გაითამაშა

20 წლის ბიჭმა ოჯახის ბიუჯეტიდან 3, 000 ევრო გაფლანგა. ამ ყველაფრის ახსნა კი ქურდობის ფაქტით უნდოდა. სწორედ ამიტომ მან ძარცვის ინსცენირება მოაწყო.

აღნიშნული შემთხვევა ვოლოსში მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცის თქმით, სახლში დაახლოებით ღამის 03:00 საათზე უცნობი პირი შეიჭრა, დანით დაემუქრა და დაჭრა კიდეც.

ჭრილობები, რომლებიც მას მუცელზე აღენიშნებოდა, უკიდურესად ზედაპირული იყო და არ შეესაბამებოდა მის მონაყოლს. მას არ ეტყობოდა არც თავდასხმის კვალი და ასევე არც თავდაცვის.

უზუსტობების გამო პოლიციამ გამოძიება სხვა გზით წარმართა და ბიჭი დაპატიმრებული თავად აღმოჩნდა. დადგინდა, რომ მან ოჯახის თანხა გაფლანფა, თუმცა, კონკრეტულად რაში, ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს.

onalem

ტესტ