fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: 20 თვის ბავშვი სანაპიროზე ბომბით თამაშობდა

კვირას, შუადღეს, პატრას აღმოსავლეთით მდებარე როდინის სანაპიროზე უცნაური ინციდენტი მოხდა: 20 თვის ბავშვი ბომბით თამაშობდა.

დედა-შვილი სანაპიროზე თამაშობდა. ისინი ზღვაში კენჭებს ისროდნენ, როცა პატარამ დიდი ზომის, “ქვა” იპოვა, რომელიც საკმაოდ მძიმე იყო მისთვის ასაწევად და წყალში გადასაგდებად. დედა, რომელიც რამდენიმე მეტრის დაშორებით იდგა ბავშვისგან, მასთან გაიქცა დასახმარებლად. მშობელმა დაინახა, რომ პატარას ხელში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი, დაჟანგებული ბომბი ეჭირა, რომელიც, როგორც ჩანს, ზღვამ გამორიყა სანაპიროზე.

ბავშვის დედა პანიკამ მოიცვა, მან გამოგლიჯა ბავშვს ბომბი ხელიდან და შორს გადაისროლა. მან, დაუყოვნებლივ, დარეკა ნავსადგურში, საიდანაც მოვიდა მამაკაცი, რომელმაც დაათვალიერა ბომბი და მიმდებარე ტერიტორია, რათა სხვა რაიმე სახიფათო საგანიც არ ყოფილიყო ახლომახლო.

onalem

ტესტ