fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: 2 მილიონის მფლობელი იღბლიან ბილეთს უჯრაში ინახავდა

თითქმის ერთი თვის შემდეგ, ΟΠΑΠ საახალწლო ლატარიის გამარჯვებულის ვინაობა გამოვლინდა. რატომ ასე გვიან? იმიტომ, რომ მან, ვინც 2 მილიონი ევრო მოიგო, იღბლიანი ბილეთი უჯრაში შეინახა და მისი არსებობა გადაავიწყდა.

კერძოდ, გამარჯვებულმა ტელევიზორსაც უყურა და ნახა, თუ რა ნომრები გამოვლინდა, თუმცა თავდაპირველად რეაქცია არ ჰქონია. მოგვიანებით კი, როცა 2 მილიონის რეალური მფლობელი დიდი ხნის მანძილზე ვერ იპოვეს, მას გაახსენდა, რომ უჯრაში ბილეთი ჰქონდა შენახული.

გავრცელებული ინფორმაციით, ლატარიაში მონაწილეობა მისი დიდი სურვილი არ ყოფილა, თუმცა, გარეთ მდგომ ბილეთების გამყიდველმა უთხრა, რომ შეევსო ბილეთი, იქნებ გამართლებოდა.

მანაც აირჩია ხუთი ციფრი და ბილეთი ჯიბეში ჩაიდო, შემდეგ უჯრაში და შემდეგ სრულიად გადაავიწყდა. როცა გათამაშება შედგა, რამდენიმე დღის შემდეგ ბილეთი მოძებნა და გააანალიზა, რომ 2 მილიონი ევრო მოიგო.

onalem

ტესტ