fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: 16 წლის ბიჭი სიყვარულის გამო ატიკის გზის ხიდიდან გადახტა

მტკიცებულებები მოწმობს, რომ 16 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა სიყვარულის გამო ჩაიდინა. ის ატიკის გზის ხიდიდან გადახდა და სიცოცხლე მანქანებს შორის დაასრულა, რომლებიც მისთვის გვერდის ავლას ცდილობდნენ.

მან ამის გაკეთება გადაწყვიტა და გააკეთა კიდეც, ყველაზე საშინელი გზით. მისმა მშობლებმა, რომლებმაც მომხდარის შესახებ არაფერი იცოდნენ, მის გაუჩინარებასთან დაკავშირებით პოლიციაში განაცხადეს.

არსებული ინფორმაციით, ტრაგიკული შემთხვევა კვირას, 22:00 საათზე მოხდა. ბიჭი ხიდიდან გადახტა, მომავალმა მანქანამ კი დამუხრუჭება ვერ მოასწრო და რამდენიმე მეტრში გადააგდო, თუმცა, ის მანქანის დარტყმამდე უკვე გარდაცვლილი იყო.

ცნობილია, რომ 16 წლის სკოლის მოსწავლემ თვითმკვლელობა გოგონას გამო ჩაიდინა, რომელიც უყვარდა.

“ის არაჩვეულებრივი მოსწავლე იყო, ძალიან კარგი ბავშვი, ვმეგობრობდით. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რა მოხდა და რატომ მოიკლა თავი. ჩვენთვის მანამდე არაფერი უთქვამს,” ამბობენ მისი თანაკლასელები.

მისი დედა განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია:

“ჩემი შვილი საუკეთესო ბავშვი იყო მსოფლიოში. ყველაფერს კარგად აკეთებდა. ძალიან ბედნიერი ოჯახი ვიყავით. არ ვიცი რა სასიყვარულო იმედგაცრუება ჰქონდა, როგორც ამას სხვები ამბობენ, ჩვენთვის არაფერი უთქვამს. სახლში ველოდებოდით და აღარ დაბრუნდა.”

თვითმკვლელობის ადგილას გულის ფორმა და მისი საყვარელი გოგონას ინიციალები აღმოაჩინეს.

onalem

ტესტ