fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: 14 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა

შოკისმომგვრელი ფაქტი კუნძულ კრეტაზე, რეთიმნოს ერთ-ერთ სოფელში მოხდა, რამაც კუნძულის მოსახლეობა შოკში ჩააგდო.

პარასკევს, 4 აგვისტოს, 14 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით სცადა. სროლის ხმამ ყველა გარშემო მცხოვრები ადამიანი გააღვიძა. არ ვრცელდება ინფორმაცია, თუ სად იმყოფებოდნენ ამ დროს მისი მშობლები.

ბიჭი სერიოზული ჭრილობებით რეთიმნოს ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი ბავშვთა განყოფილებაში მოათავსეს, სადაც ამ დრომდე რჩება.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რის გამო სცადა მოზარდმა თვითმკვლელობა. თუმცა, პოლიცია გარემოებების გამოძიებაზე მუშაობს.

onalem

ტესტ