fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: 14 წლის გოგონამ სკოლაში ვენები გადაიჭრა

კუნძულ კრეტაზე, ხანიაში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში, 14 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. გოგონა განმარტოვდა და ვენები გადაიჭრა.

თუმცა, მისმა თანაკლასელებმა ის დროულად შენიშნეს და როდესაც მიხვდნენ, თუ რა ხდებოდა, მაშინვე სკოლის ადმინისტრაციას შეატყობინეს. პედაგოგებმა დაუყოვნებლივ სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას დაზიანებები მხოლოდ ხელებზე აღენიშნება. მის სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება.

მიზეზი, თუ რატომ სურდა 14 წლის ბავშვს თავის მოკვლა, ჯერჯერობით უცნობია.

onalem

ტესტ