fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთი: 14 წლის ბიჭმა ორი თვის მანძილზე 21, 000 ევრო მოიპარა

თინეიჯერი ბიჭი ყველანაირი გზითა და საშუალებით ცდილობდა რაიმე მოეპარა. ის თითქმის პროფესიონალურად ახერხებდა ამ ყველაფერს და ძარცვავდა სახლებსა და მანქანებს. ადამიანებს ჯიბეებიდან აცლიდა ფულსა თუ ტელეფონებს.

მისი ნადავლის საერთო ღირებულება 21, 000 ევროა. აქ შედის როგორც ნაღდი ფული, ასევე სხვადასხვა ტექნიკა.

ბიჭი დანაშაულს სპარტის ტერიტორიაზე ჩადიოდა და ეს ყველაფერი 2017 წლის 1 აგვისტოდან 26 სექტემბრამდე ხდებოდა.

ქურდობები თაცვის პოლიციის თანამშრომლებმა დეტალურად შეისწავლეს.

14 წლის მოზარდი დაკავებულია.

ასევე ბრალს წაუყენებენ მის 40 წლის დედასა და 44 წლის მამაც, შვილის მიმართ გამოჩენილი უყურადღებობისა და გულგრილობის გამო.

onalem

ტესტ