fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: 14 წლის ბიჭი, რომელიც აივნიდან გადმოვარდა, სიკვდილს ებრძვის

14 წლის მოზარდს სხეულზე მრავლობითი მოტეხილობები აქვს. ის სიცოცხლისთვის ირაკლიოს საუნივერსიტეტო საავადმყოფოში იბრძვის.

კერძოდ, ადგილობრივი მედიის ცნობით, გუშინ ღამით ბიჭის დედამ პოლიციასა და სასწრაფო დახმარების ბრიგადას შეატყობინა, რომ მისი შვილი მათი სახლის აივნიდან, საკმაოდ დიდი სიმაღლიდან გადავარდა.

ინციდენტის გარემოებები ჯერჯერობით უცნობია.

14 წლის ბიჭი თავდაპირველად ვენიზელუს საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, მისი მდგომარეობის სიმძიმის გამო, ის ირაკლიოს საუნივერსიტეტო საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმები და ექთნები ძალისხმევას არ იშურებენ, რათა ბიჭის სხეულზე არსებულ საშინელი დაზიანებებს გაუმკლავდნენ და მას გადარჩენაში დაეხმარონ.

მას განსაკუთრებით დაზიანებული აქვს ხერხემალი.

onalem

ტესტ