fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: 12 წლის გოგონამ 6, 500 ევრო მოიპარა

ის შეიძლება პატარა ასაკისაა, მაგრამ მახვილი თვალი და “გრძელი” ხელები აქვს – ავრცელებს ინფორმაციას ბერძნული მედია გოგონას შესახებ, რომელიც სულ 12 წლისაა, მაგრამ მის მიერ მოპარული თანხა, საკმაოდ სოლიდურია.

კერძოდ, გოგონამ თანხა ბიზნესმენის მანქანიდან მოიპარა. მამაკაცი 18 სექტემბერს სამსახურიდან სახლში დაბრუნდა და მანქანა ღია დატოვა. თუმცა, მისი შეცდომა იყო არა ეს, არამედ ის, რომ მანქანის სავარძელზე 6, 500 ევრო დატოვა.

12 წლის ბავშვმა სრულიად შემთხვევით ჩაიარა მანქანასთან და ფული დაინახა. ცხადია, შანსი არ გაუშვა და თანხა აიღო.

აღმოჩნდა, რომ გოგონამ ფული სახლში მიიტანა და 42 წლის მამას გადასცა, რომელმაც მოგვიანებით პოლიციასთან ყველაფერი აღიარა. დაკავებისას სახლში მხოლოდ 2, 100 ევრო ჰქონდათ. მამაკაცმა განაცხადა, რომ დანარჩენი თანხა დახარჯეს.

42 წლის მამაკაცთან ერთად დაკავებულია გოგონას 40 წლის დედაც, რომელიც დანაშაულს ხელს უწყობდა. გარდა ამისა, საქმე აღძრულია არასრულწლოვანის მიმართ გამოჩენილი გულგრილობისა და უყურადღებობის მუხლითაც.

onalem

ტესტ