საბერძნეთი: 12 წლის ბავშვი 10 თვის ჩვილის აივნიდან გადაგდებით იმუქრებოდა

ინციდენტი აგრინიოში, დაახლოებით 11:00 საათზე მოხდა. მეზობლებმა შენიშნეს, რომ არასრულწლოვან ბიჭს საკუთარი ნათესავი, 10 თვის შვილი აივანზე ჰყავდა გამოყვანილი და მისი გადაგდებით იმუქრებოდა.

12 წლის ბიჭი ამ დროს სახლში 13 წლის დასთან ერთად იმყოფებოდა, რომელთანაც ჩხუბი მოუვიდა.

მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს და ოფიცრებმა მისი შეჩერება შეძლეს. როგორც არასრულწლოვანმა განაცხადა, ამას სწორედ იმიტომ აკეთებდა, რომ დასთან იჩხუბა და დამუქრება გადაწყვიტა.

ბავშვი აგრინიოს პოლიციის დეპარტამენტში დასთან, 66 წლის ბაბუასთან და 10 თვის ბავშვის დედასთან ერთად გადაიყვანეს.

საქმე არასრულწლოვნის სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენების მუხლით აღიძრა.

melano

ტესტ